ერთდღიანი ექსკურსია მირაბელოს თვალწარმტაც ყურეში, თქვენ ჩახვალთ ელუნდაში, სადაც პატარა ნავით გაემგზავრებით სპინალონგას კუნძულზე. სპინალონგაზე თქვენ ეწვევით უძველეს ვენეციურ ციხესიმაგრეს. უკან დაბრუნებისას თქვენ გაჩერდებით პატარა კუნძულზე პიკნიკით - ცურვა გამაგრილებელ კრისტალურად სუფთა წყალში, ნაკვერჩხალზე შემწვარი ხორცი და გემრიელი კრეტული ღვინო.
კრეტაზე დაბრუნებისას, ელუნდადან თქვენ გაივლით ცნობილი კურორტის, აგიოს ნიკოლოზის ქუჩებს.