ოლიმპი საბერძნეთის ყველაზე ცნობილი და უმაღლესი მთაა და ოლიმპიური ღმერთების მითოლოგიური სახლია. ოლიმპოს მთის ჩრდილოეთ ძირში მდებარეობს მაკედონიის სამეფოს უძველესი დედაქალაქი, დიონი, რომლის ნანგრევები დღესაც შთამბეჭდავია.
რაც შეეხება ვერგინას, ის ძველი მაკედონიის პირველი დედაქალაქია და საბერძნეთის ისტორიაში ორი უდიდესი მეფის: ფილიპე II-ის და მისი ვაჟის, ალექსანდრე მაკედონელის სამშობლო. ვერგინაში გათხრების დროს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უნიკალური არტეფაქტები, რომლებიც ამჟამად ადგილობრივ მუზეუმშია დაცული.