ათენი ცივილიზებული სამყაროს დასაწყისია, კაცობრიობის კულტურული სამყაროს საფუძველი. ბერძნული სახელმწიფოს დედაქალაქს სახელი ძველი ბერძნული სიბრძნისა და ცოდნის ქალღმერთის, ათენას პატივსაცემად დაერქვა. აქ დაიბადა დემოკრატია და ხელოვნება ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. სადაც არ უნდა წახვიდეთ, სადაც არ უნდა აღმოჩნდეთ, ისტორია ცოცხლდება. ანტიკურობა თანამედროვეობას ხვდება, ბიზანტიური ეკლესიები გასული საუკუნის ნეოკლასიციზმს.
ათენი მითიური ქალაქია, რომლის სასიამოვნო მოგონებებიც წლების განმავლობაში გაგყვებათ.